საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა
ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში მოქალაქეების დამოკიდებულებისა თუ პოზიციის გარკვევა; თუმცა, ეს ტერმინი ამომრჩეველთა გამოკითხვის აღსანიშნავადაც გამოიყენება საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის დამკვეთნი არიან მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, პოლიტიკური პარტიები, სოციოლოგიური ინსტიტუტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ლობისტური ჯგუფები და სხვა. მედია გამოკითხვებს სხვადასხვა საკითხებისადმი საზოგადოების დამოკიდებულების გასაშუქებლად იყენებს, ხოლო პარტიები – პოლიტიკური განწყობილებების დასადგენად. ამდენად, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა არაოფიციალურ რეფერენდუმადაც შეიძლება ჩაითვალოს.
Source: ლანგი იაშა. მედია და არჩევნები : სახელმძღვანელო - თბ. : რეგთაიმი, 2004

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужно решить контрольную?

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»